სასარგებლო წვენებისა და სმუზის მარტივი რეცეპტები - სტაფილოსა და ფორთოხლის წვენი
ამ ძლიერ და ჯანსაღ წვენში ფორთოხლის გემოს განსაკუთრებულს ხდის ყვითელი პომიდვრის, ვაშლისა და სტაფილოს საოცარი ნაზავი. იმუნური სისტემის გასაძლიერებლად A და C ვიტამინების მიღება რომ მნიშვნელოვანია, ყველამ ვიცით. არ გაქვთ წვენის დასამზადებელი სპეციალური მოწყობილობები?! ნუ იღელვებთ! ბლენდერიც გამოგადგებათ!
ინგრედიენტები, რომლებიც დაგჭირდებათ:
1 საშუალო ზომის ყვითელი პომიდორი
1 საშუალო ზომის დაჭრილი ფორთოხალი
1 საშუალო ზომის დაჭრილი ვაშლი
4 მოზრდილი სტაფილო
ყინულის კუბები
მომზადების დრო: 15 წთ.
მომზადების წესი: ბლენდერში მოათავსეთ შედარებით რბილი ინგრედიენტები და აბლენდერეთ, სანამ კარგად არ დათხელდებიან. შემდეგ ჩაამატეთ უფრო მყარი ინგრედიენტები და ისინიც სრულ დათხელებამდე აბლენდერეთ. მოიმარჯვეთ მარლა. დაბლენდერებული მასა გადაიტანეთ სპეციალურ ჯამში. მოამზადეთ მეორე, ცარიელი ჯამიც. მიღებული მასა ერთი ჯამიდან მეორე ჯამში უნდა გადაწუროთ. ცხადია, მარლის გამოყენებით. მიღებულ წვენში ჩაყარეთ ყინულები და გემრიელად მიირთვით.
კალორიულობა: 111 კალორია. ცხიმი: 1 გრ. ბოჭკო : 1 გრ. ნახშირწყლები: 24 გრ. ცილა: 2 გრ. ფოლიუმის მჟავა: 82 მგ. ქოლესტერინი: 0 მგ. შაქარი: 18 გრ.ვიტამინი A: 35 მგ. ვიტამინი C : 40 მგ. კალციუმი: 91 მგ. რკინა: 1 მგ. ნატრიუმი: 38 მგ. კალიუმი: 434 მგ.