სასარგებლო წვენებისა და სმუზის მარტივი რეცეპტები - ვაშლისა და ისპანახის წვენი
ვაშლისა და ისპანახის სასარგებლო წვენი გამდიდრებულია ვიტამინებითა და მკვებავი ნივთიერებებით. ის დიდი რაოდენობით შეიცავს კალციუმს, რაც თქვენი ძვლების სიძლიერისა და სიჯანსაღის საწინდარია.
ინგრედიენტები, რომლებიც დაგჭირდებათ:
2 ფინჯანი ისპანახი
½ გრეიფრუტი
2 ცალი დაჭრილი მწვანე ვაშლი
1 ცალი გასუფთავებული ჯანჯაფილი
2 ცალი ნიახური
ყინულის კუბები
მომზადების დრო: 15 წუთი.
მომზადების წესი: ბლენდერში მოათავსეთ შედარებით რბილი ინგრედიენტები და აბლენდერეთ, სანამ კარგად არ დათხელდებიან. შემდეგ ჩაამატეთ უფრო მყარი ინგრედიენტები და ისინიც დათხელებამდე აბლენდერეთ. მოიმარჯვეთ მარლა. დაბლენდერებული მასა გადაიტანეთ სპეციალურ ჯამში. მოამზადეთ მეორე, ცარიელი ჯამიც. მიღებული მასა მარლის გამოყენებით ერთი ჯამიდან მეორე ჯამში უნდა გადაწუროთ. მიღებულ წვენში ჩაყარეთ ყინულები და გემრიელად მიირთვით.
კალორიულობა: 55 კალორია. ცხიმი: 0 გრ. ბოჭკო: 1 გრ. ნახშირწყლები: 13 გრ. ცილა: 1 გრ. ფოლიუმის მჟავა: 0 მგ. ქოლესტერინი: 0 მგ. შაქარი: 10 გრ. C ვიტამინი: 0 მგ. რკინა: 0 მგ. ნატრიუმი: 60 მგ. კალიუმი: 150 მგ.