Facebook


სტატია

აღმოაჩინე ჩვენი ბლოგი



სასარგებლო წვენებისა და სმუზის მარტივი რეცეპტები - მარწყვისა და კიტრის წვენი

განტვირთვისთვის ეს წვენი ძალიან გამოგადგებათ. მარწყვთან და კიტრთან ერთად მის შემადგენლობაში ვაშლი და სტაფილოც შედის. შესაბამისად, ის ძალიან სასარგებლო და სასიამოვნო გემოსა და არომატის მქონე წვენია.

ინგრედიენტები, რომლებიც დაგჭირდებათ:

6 ცალი ახალი მარწყვი

1 ცალი დიდი კიტრი

1 ცალი დიდი წითელი ვაშლი

2 ცალი საშუალო ზომის სტაფილო

ყინულის კუბები

მომზადების დრო: 15 წთ.

მომზადების წესი: ბლენდერში მოათავსეთ შედარებით რბილი ინგრედიენტები და აბლენდერეთ, სანამ კარგად არ დათხელდებიან. შემდეგ ჩაამატეთ უფრო მყარი ინგრედიენტები და ისინიც დათხელებამდე აბლენდერეთ. მოიმარჯვეთ მარლა. დაბლენდერებული მასა გადაიტანეთ სპეციალურ ჯამში. მოამზადეთ მეორე, ცარიელი ჯამიც. მიღებული მასა ერთი ჯამიდან მეორე ჯამში უნდა გადაწუროთ. ცხადია, მარლის გამოყენებით. მიღებულ წვენში ჩაყარეთ ყინულები და გემრიელად მიირთვით.

კალორიულობა: 69 კალორია. ცხიმი: 0 გრ. ბოჭკო: 1 გრ. ნახშირწყლები: 15 გრ. ცილა: 1 გრ. ფოლიუმის მჟავა: 48 მგ. ქოლესტერინი: 0 მგ. შაქარი: 12 გრ . C ვიტამინი: 56 მგ. კალციუმი: 53 მგ. რკინა: 1 მგ. ნატრიუმი: 30 მგ. კალიუმი: 566 მგ.

დღეში დამწვარი კალორიების გამოთვლა


სანტიმეტრებში
კილოგრამებში
განმარტება:
მჯდომარე, ნაკლებმოძრავი :
დღის განმავლობაში ძალიან მცირე აქტივობა
მსუბუქად აქტიური:
მსუბუქი ფიზიკური აქტივობა კვირაში 1-დან 3 დღემდე.
ზომიერად აქტიური :
საშუალო ფიზიკური აქტივობა კვირაში 3-დან 5 დღემდე.
ძალიან აქტიური :
მძიმე ფიზიკური აქტივობა კვირაში 6-დან 7 დღემდე.
უკიდურესად აქტიური :
ყოველდღიური მძიმე ფიზიკური ატივობა