Facebook


სტატია

აღმოაჩინე ჩვენი ბლოგი



სასარგებლო წვნიანის მარტივი რეცეპტები - თევზის სურნელოვანი წვნიანი

ბრინჯი ლიმნის არომატით, დელიკატური სურნელის მქონე სოუსი და მრავალფეროვანი ბოსტნეული საოცრად არომატულ პიტნასთან ერთად წარმოუდგენელ სიამოვნებას გპირდებათ.

ინგრედიენტები, რომლებიც დაგჭირდებათ:

1 ფინჯანი ბრინჯი

2 ჭიქა წყალი

ლიმნის წვენი (გაწურეთ 1 ლიმონი)

4 ჭიქა ქათმის ან ბოსტნეულის ბულიონი

400 გრ.  თევზის ფილე

4 ფინჯანი წიწმატი

1 ფინჯანი კარგად გახეხილი სტაფილო

¼ ჭიქა კარგად დაქუცმაცებული ახალი პიტნა

2 ცალი კარგად დაჭრილი მწვანე ხახვი

მომზადების დრო: 30 წთ.

მომზადების წესი: საშუალო ზომის ქვაბში ჩაასხით წყალი და ჩაყარეთ ბრინჯი. დადგით ზომიერ ცეცხლზე. გააჩერეთ 20 წუთის განმავლობაში. ბოლოს ჩაამატეთ ლიმნის წვენი.

მეორე ქვაბში ჩაასხით ბულიონი, დადგით ცეცხლზე, არ წამოადუღოთ. ჩაამატეთ თევზის ფილე, გააჩერეთ, სანამ არ დარბილდება, დაახლოებით 5 წთ. გადმოდგით და დაჭერით ოთხკუთხა ნაჭრებად.

გადაანაწილეთ ბრინჯი 4 ნაწილად. თითოეული მორთეთ თანაბარი რაოდენობით თევზით, წიწმატით, სტაფილოთი, პიტნითა და მწვანე ხახვით. თითოეულ მათგანს ჩამჩით მოასხით თბილი ბულიონი. თქვენი კერძი მზად არის.

კალორიულობა: 309 კალორია. ცხიმი: 2 გრ. ბოჭკო: 3 გრ. ნახშირწყლები: 42 გრ. ცილა: 30 გრ. ფოლიუმის მჟავა: 73 მგ. ქოლესტერინი: 57 მგ. შაქარი: 3 გრ. C ვიტამინი: 15 მგ. კალციუმი: 95 მგ. რკინა: 2 მგ. ნატრიუმი: 644 მგ. კალიუმი: 773 მგ.

დღეში დამწვარი კალორიების გამოთვლა


სანტიმეტრებში
კილოგრამებში
განმარტება:
მჯდომარე, ნაკლებმოძრავი :
დღის განმავლობაში ძალიან მცირე აქტივობა
მსუბუქად აქტიური:
მსუბუქი ფიზიკური აქტივობა კვირაში 1-დან 3 დღემდე.
ზომიერად აქტიური :
საშუალო ფიზიკური აქტივობა კვირაში 3-დან 5 დღემდე.
ძალიან აქტიური :
მძიმე ფიზიკური აქტივობა კვირაში 6-დან 7 დღემდე.
უკიდურესად აქტიური :
ყოველდღიური მძიმე ფიზიკური ატივობა