სასარგებლო წვნიანის მარტივი რეცეპტები - სატაცურის წვნიანი
ეს საოცარი სატაცურის წვნიანი ლანჩისთვის ან სამხრისთვის საუკეთესო არჩევანია. მასთან ერთად შეგიძლიათ გემრიელად მიირთვათ ტოფუ, კრაბი და კრევეტები.
ინგრედიენტები, რომლებიც დაგჭირდებათ:
400 გრ. ქათმის ბულიონი
¼ ჭიქა წყალი
200 გრამი კუბიკებად დაჭრილი კარტოფილი
1 საშუალო, წვრილად დაჭრილი ხახვი
1 კბილი წვრილად დაჭრილი ნიორი
½ ჩაის კოვზი ქონდარი
¼ ჩაის კოვზი მარილი
300 გრამი, დაჭრილი სატაცური
50 გრამი შაშხი, წვრილად დაჭრილი (უმჯობესია პროშუტო)
წიწაკა გემოვნებით
მომზადების დრო: 30 წთ.
მომზადების წესი: მოზრდილ ქვაბში მოათავსეთ კარტოფილი, ხახვი, ქონდარი, ბულიონი, წყალი,ნიორი, მოაყარეთ მარილი. დადგით მაღალ ცეცხლზე. შემდეგ ნელ-ნელა შეამცირეთ ტემპერატურა. ქვაბს დაახურეთ თავი და გააჩერეთ, სანამ კარტოფილი არ დარბილდება. შემდეგ დაამატეთ სატაცური, გააჩერეთ ქვაბი ცეცხლზე მანამ, სანამ ისიც არ დარბილდება.
შაშხი გადაიტანეთ პატარა ტაფაზე და საშუალო ცეცხლზე მანამ გედგათ, სანამ ხრაშუნა არ გახდება.
წვნიანი გადაიტანეთ ბლენდერში და აბლენდერეთ მანამ, სანამ პიურეს მასას არ მიიღებთ. მიღებული მასა ზემოდან მორთეთ შაშხით. გემრიელად მიირთვით.
კალორიულობა: 172 კალორია. ცხიმი: 3 გრ. ბოჭკო: 5 გრ. ნახშირწყალი: 25 გრ. ცილა: 15 გრ. ფოლიუმის მჟავა: 97 მგ. ქოლესტერინი: 17 მგ. შაქარი: 4 გრ. C ვიტამინი: 30 მგ. კალციუმი: 60 მგ. რკინა: 5 მგ. ნატრიუმი: 1 184 მგ. კალიუმი: 549 მგ.