სასარგებლო წვნიანის მარტივი რეცეპტები - ჯანჯაფილის წვნიანი კვერცხით
ჯანჯაფილისა და ნივრის ნაზავი ამ წვნიანს საოცარ სურნელს მატებს. იგი საკმაოდ დაბალკალორიულია და სასარგებლო ინგრედიენტებით არის გაჯერებული.
ინგრედიენტები, რომლებიც დაგჭირდებათ:
2 კბილი ნიორი
4 ნაჭერი ახალი ჯანჯაფილი
½ ჩაის კოვზი წიწაკის მარცვლები
5-6 ჭიქა დაბალკალორიული ქათმის ბულიონი
¼ ჭიქა მშრალი ღვინო
2 ცალი მწვანე ხახვი
1 ცალი კვერცხი
1 ცალი კვერცხის ცილა
1 ჩაის კოვზი სეზამის ზეთი
მომზადების დრო: 30 წთ.
მომზადების წესი: დაჭერით ნიორი და ჯანჯაფილი. ერთმანეთისგან განაცალკევეთ მწვანე ხახვის თეთრი და მწვანე ნაწილები. წვრილად დაჭერით მწვანე ნაწილიდა ცოტა ხნით გადადევით. ნიორი, ჯანჯაფილი, წიწაკა და ხახვის თეთრი ნაწილი მოათავსეთჩაის საწურში და შემდგომ ქვაბში.
ქათმის ბულიონი და მშრალი ღვინის ნაწილი გადაიტანეთ აღნიშნულ ქვაბში. შემოდგით ცეცხლზე, თავზე ნუ დაახურავთ. წამოდუღებულ ბულიონს უნდა მოაშოროთ წარმოქმნილი ქაფი. შემდეგ ამოიღეთ ჩაის საწური ქვაბიდან. ბულიონი და ღვინო ადუღეთ 15-20 წუთის განმავლობაში.
კვერცხი, კვერცხის ცილა და მორჩენილი ღვინო პატარა ქვაბში გადაიტანეთ და გათქვიფეთ. მიღებული მასა ნელ-ნელა უნდა გადაიტანოთ ბულიონიან ქვაბში, თან გამუდმებით ურიეთ. წამოდუღებული ბულიონი გადმოდგით გაზქურიდან. ჩაამატეთ სეზამის ზეთი და მცირეოდენი წიწაკა. მორთეთ გადანახული მწვანე ხახვით. გემრიელად მიირთვით!
კალორიულობა: 82 კალორია. ცხიმი: 2 გრ. ბოჭკო : 0 გრ. ნახშირწყლები: 3 გრ. ცილა: 7 გრ. ფოლიუმის მჟავა: 17 მგ. ქოლესტერინი: 46 მგ. შაქარი: 1 გრ. C ვიტამინი: 1 მგ. კალციუმი: 9მგ. რკინა: 1 მგ. ნატრიუმი: 829 მგ. კალიუმი: 329 მგ.