ჯანსაღი და გემრიელი ლანჩის მარტივი რეცეპტები - ვაშლისა და ყველის ხვეულები
ვაშლისა და ყველის (უმჯობესია, თუ ეს იქნება ინგლისური ყველი ჩედერი) საოცარ ნაზავს მეტად საოცარს ხდის ცოცხალი, ახალი სალათის ფურცლებისა და მცირეოდენი მდოგვის დამატება. გაახვიეთ მიღებული ნაზავი ლავაშის შუაგულში და დატკბით საოცარი, უცხო გემოთი.
იგრედიენტები, რომლებიც დაგჭირდებათ:
1 ნაჭერი ლავაში, ან ნებისმიერი თქვენთვის სასურველი პური.
1 ჩაის კოვზი მდოგვი
1 საშუალო ზომის დაჭრილი ვაშლი
¼ ფინჯანი წვრილად დაჭრილი ყველი (ჩედერი)
1 ფინჯანი სალათის ფურცელი
მომზადების დრო: 15 წთ.
მომზადების წესი: გაჭერით ლავაში შუაზე და წაუსვით შიგნიდან მდოგვი (მცირე რაოდენობით). მოათავსეთ ვაშლისა და ყველის ნაჭრები ლავაშის გულში და გადაიტანეთ ტოსტერში. გახუხეთ მანამ, სანამ ყველი დნობას არ დაიწყებს და ლავაში არ შეხურდება, ნუ შებრაწავთ. ტოსტერიდან გამოტანის შემდგომ, ფრთხილად ჩააწყვეთ სალათის ფურცლები ლავაშის გულში. თქვენი ტოსტი მზად არის. შეგიძლიათ გემრიელად მიირთვათ.
კალორიულობა: 354 კალორია. ცხიმი: 11გრ. ბოჭკო: 7გრ. ნახშირწყლები: 51 გრ. ცილა: 14 გრ. ფოლიუმის მჟავა: 96 მგ. ქოლესტერინი: 28 მგ. შაქარი: 12გრ. C ვიტამინი: 13 მგ. კალციუმი: 246 მგ. რკინა: 3მგ. ნატრიუმი: 732 მგ. კალიუმი: 402 მგ.