ჯანსაღი და გემრიელი ლანჩის მარტივი რეცეპტები - მწვანე სალათი ორაგულით
ამ მარტივი სალათის მოსამზადებლად მაიონეზი ბერძნული იოგურტით უნდა ჩაანაცვლოთ. დაკონსერვებული თინუსიც გამოგადგებათ.
ინგრედიენტები, რომლებიც დაგჭირდებათ:
½ ფინჯანი დაკონსერვებული, უძვლო ორაგული
3 სუფრის კოვზი უცხიმო ბერძნული იოგურტი
1 ცალი წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი
1 ჩაის კოვზი დაბლენდერებული კამა
1 ნაჭერი პური
1 ფინჯანი სალათის ფურცლები
1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი
1 ჩაის კოვზი წითელი ღვინის ძმარი
მომზადების დრო: 10 წთ.
მომზადების წესი: საშუალო ზომის ჯამში ერთმანეთში აურიეთ ორაგული, ხახვი, კამა და იოგურტი. მიღებული მასა მოათავსეთ პურზე. სალათის ფურცლებს მოასხით ზეთი და ძმარი. მოკაზმული პური და სალათის ფურცლები გადაიტანეთ საერთო თეფშზე.
გემრიელად მიირთვით!
კალორიულობა: 293 კალორია. ცხიმი: 10გრ. ბოჭკო: 4 გრ. ნახშირწყლები : 17 გრ. ცილა: 34 გრ. ფოლიუმის მჟავა: 125 მგ. ქოლესტერინი: 84 მგ. შაქარი: 4 გრ. C ვიტამინი: 16 მგ. კალციუმი: 209 მგ. რკინა: 3 მგ. ნატრიუმი: 571 მგ. კალიუმი: 761 მგ.