Facebook


სტატია

აღმოაჩინე ჩვენი ბლოგი



ჯანსაღი და გემრიელი ლანჩის მარტივი რეცეპტები - პომიდვრის, ავოკადოსა და ყველის სენდვიჩი

პარმეზანის ყველის მცირე ულუფა ამ სენდვიჩს საოცარ გემოს მატებს. ცოცხალი მსხალიც არ გამოგრჩეთ, თუ ხილის გემო გესიამოვნებათ.

ინგრედიენტები, რომლებიც დაგჭირდებათ:

2 ნაჭერი პური

¼ დასრესილი ავოკადო

3 ნაჭერი პომიდორი

¼ ფინჯანი პარმეზანის ყველი

1 ფინჯანი სალათის ფურცელი ან ისპანახი

2 ჩაის კოვზი ძმარი

1 საშუალო ზომის მწიფე მსხალი

მომზადების დრო: 15 წუთი.

მომზადების წესი: პურზე მოათავსეთ პომიდორი, ავოკადო და მოაყარეთ ყველი. გახუხეთ ტოსტერში 4-6 წუთით, სანამ ყველი დნობას არ დაიწყებს. გამოიტანეთ გახუხული ტოსტი ტოსტერიდან. ყველს მოაყარეთ სალათის ფურცლები ან ისპანახი. მოაპკურეთ ძმარი. დააფარეთ პურის მეორე ნაჭერი. თუ გესიამოვნებათ, მორთეთ მსხლითაც. გემრიელად მიირთვით!

კალორიულობა: 439 კალორია. ცხიმი: 15 გრ. ბოჭკო : 14 გრ. ნახშირწყლები: 63 გრამი. ცილა: 18 გრ. ფოლიუმის მჟავა: 154 მგ. ქოლესტერინი: 14 მგ. შაქარი: 14 გ. C ვიტამინი: 33 მგ. კალციუმი: 404 მგ.  რკინა: 3 მგ. ნატრიუმი: 620 მგ. კალიუმი: 990 მგ.

დღეში დამწვარი კალორიების გამოთვლა


სანტიმეტრებში
კილოგრამებში
განმარტება:
მჯდომარე, ნაკლებმოძრავი :
დღის განმავლობაში ძალიან მცირე აქტივობა
მსუბუქად აქტიური:
მსუბუქი ფიზიკური აქტივობა კვირაში 1-დან 3 დღემდე.
ზომიერად აქტიური :
საშუალო ფიზიკური აქტივობა კვირაში 3-დან 5 დღემდე.
ძალიან აქტიური :
მძიმე ფიზიკური აქტივობა კვირაში 6-დან 7 დღემდე.
უკიდურესად აქტიური :
ყოველდღიური მძიმე ფიზიკური ატივობა