Facebook


სტატია

აღმოაჩინე ჩვენი ბლოგი



ჯანსაღი და გემრიელი ლანჩის მარტივი რეცეპტები - ბროკოლისა და ბარდის სალათი ბროწეულით

ბროკოლისა და ბარდის ეს არომატული სალათი არაჩვეულებრივ პარტნიორობას უწევს ქათმის ხორცსა და თევზს.

ინგრედიენტები, რომლებიც დაგჭირდებათ:

¼ ფინჯანი წვრილად დაჭრილი ხახვი

½ ჩაის კოვზი კვლიავი

½ ჭიქა იოგურტი

2 სუფრის კოვზი ტაჰინის სოუსი

2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი

1 სუფრის კოვზი ლიმნის წვენი

¾ ჩაის კოვზი მარილი

½ ჩაის კოვზი წიწაკა

4 ფინჯანი წვრილად დაჭრილი ბროკოლი

1 ფინჯანი კონსერვირებული ბარდა

½ ჭიქა ბროწეულის მარცვლები

მომზადების დრო: 20 წთ.

მომზადების წესი: ხახვი 10 წუთით მოათავსეთ წყლიან ჯამში. კვლიავი ცეცხლზე შემოდგით და ურიეთ, სანამ მის არომატს არ იგრძნობთ. გადაიტანეთ მოზრდილ ჯამში, დაამატეთ იოგურტი, ტაჰინის სოუსი, ზეთი, მარილი, ლიმნის წვენი,ხახვი და წიწაკა. კარგად ურიეთ, დაამატეთ ბროკოლი, ბარდა და ბროწეულის მარცვლები, ურიეთ კარგად, სანამ ყველა ინგრედიენტი არ შეერევა ერთმანეთს. გააჩერეთ 10 წუთით. დაამატეთ ცოტა მარილი და კვლავ აურიეთ. გემრიელად მიირთვით!

კალორიულობა: 162 კალორია. ცხიმი: 9 გრ. ბოჭკო: 4 გრ. ნახშირწყალი: 16 გრ. ცილა: 6 გრ. ფოლიუმის მჟავა: 46 მგ. ქოლესტერინი: 2 მგ.  შაქარი: 4 გრ. C ვიტამინი: 47 მგ. კალციუმი: 69 მგ. რკინა: 1 მგ. ნატრიუმი: 344 მგ. კალიუმი: 369 მგ.

დღეში დამწვარი კალორიების გამოთვლა


სანტიმეტრებში
კილოგრამებში
განმარტება:
მჯდომარე, ნაკლებმოძრავი :
დღის განმავლობაში ძალიან მცირე აქტივობა
მსუბუქად აქტიური:
მსუბუქი ფიზიკური აქტივობა კვირაში 1-დან 3 დღემდე.
ზომიერად აქტიური :
საშუალო ფიზიკური აქტივობა კვირაში 3-დან 5 დღემდე.
ძალიან აქტიური :
მძიმე ფიზიკური აქტივობა კვირაში 6-დან 7 დღემდე.
უკიდურესად აქტიური :
ყოველდღიური მძიმე ფიზიკური ატივობა