ჯანსაღი სადილის მარტივი რეცეპტები - კეშიუს სოუსი
ეს კრემიანი სოუსი ბლენდერში დამუშავებული კეშიუსგან მზადდება. გარდა იმისა, რომ ძალიან გემრიელია, სწრაფად და მარტივადაც კეთდება.
ინგრედიენტები, რომლებიც დაგჭირდებათ:
- ¾ ჭიქა ნედლი კეშიუ
- ½ ჭიქა წყალი
- ¼ ჭიქა დატკეპნილი ოხრახუშის ფურცლები
- 1 სუფრის კოვზი ლიმნის წვენი ან ვაშლის ძმარი
- 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
- ½ ჩაის კოვზი სოიოს სოუსი
- ¼ ჩაის კოვზი მარილი
მომზადების დრო: 10 წთ.
მომზადების წესი: დააბლენდერეთ კეშიუ, ოხრახუში, ლიმნის წვენი, ზეითუნის ზეთი, სოიოს სოუსი, მარილი და წყალი ერთად. აბლენდერეთ მანამ, სანამ არ მიიღებთ პიურეს მასას. შეგიძლიათ გემრიელად მიირთვათ.
კალორიულობა: 76 კალორია. ცხიმი: 6გრ. ბოჭკო: 0გრ. ნახშირწყლები: 3გრ. ცილები: 2 გრ. ფოლიუმის მჟავა: 6 მგ. ქოლესტერინი: 0გრ. შაქარი: 1გრ. C ვიტამინი : 3 მგ. კალციუმი: 7მგ. რკინა: 1მგ. ნატრიუმი: 90 მგ. კალიუმი: 83 მგ.