დაბალნახშირწყლოვანი დიეტა - უპირატესობები და უარყოფითი მხარეები
დადგენილია, რომ თანამედროვე ადამიანები დღიური კალორიების 40 %-ს ცხიმების სახით იღებენ.
სამწუხაროდ, რეკომენდებულია, რომ ცხიმი დღის განმავლობაში მიღებული კალორიების მაქსიმუმ 30%-ს (სასურველია ნაკლებს) უნდა შეადგენდეს. ცხიმის მაღალი დოზები არა მხოლოდ ჩვენი ჯანმრთელობისთვისაა მავნე, ის წონის მატებასაც იწვევს და მნიშვნელოვან დისკომფორტს გვიქმნის.
ჩვენს საკვებში ცხიმების რაოდენობის შესამცირებლად, უმჯობესია, დაბალცხიმოვან დიეტას მივმართოთ, მაგრამ რამდენად კარგია იგი ჩვენი ჯანმრთელობისთვის?
კარგი და ცუდი ცხიმები
სანამ დაბალცხიმოვან დიეტას დაიწყებდეთ, მნიშვნელოვანია გაერკვეთ კარგ და ცუდ ცხიმებში. ეს აუცილებელია თქვენი ჯანმრთელობისთვის.
კარგი ცხიმები უჯერი ცხიმებია, რომლებსაც შეიცავს მაგ. ორაგული, კაკალი, არაქისი, ხოლო ცუდ ცხიმებად გაჯერებული ცხიმები ითვლება, რომლებიც გვხვდება წითელ ხორცში, ასევე ბევრ დამუშავებულ პროდუქტში.
დაბალცხიმოვანი დიეტის უპირატესობები
დაბალცხიმოვანი დიეტის უპირატესობები შემდეგია (თუმცა ისინი ყველა ადამიანზე ერთნაირად არ ვრცელდება):
- დაბლა წევს ინსულინის დონეს.
- ახდენს იმ დაავადებების პრევენციას, რომლებიც ცხიმის და ქოლესტერინის მაღალ დონესთან არის დაკავშირებული, როგორებიცაა გულის დაავადებები, ინსულტი, ნაღვლის ბუშტის დაავედებები და ა.შ.
- ეხმარება ადამიანებს, რომლებსაც წონაში დაკლება სურთ, ასევე მათ, ვისაც ჯანსაღი წონის შენარჩუნება უნდა.
დაბალცხიმოვანი დიეტის უარყოფითი მხარეები
ყველა დიეტას აქვს თავისი უპირატესობები და უკუჩვენებები. გავეცნოთ დაბალცხიმოვანი დიეტების სუსტ მხარეებს.
- წონის დასაკლებად დაბალცხიმოვანი დიეტებზე მეტად დაბალნახშირწყლოვანი დიეტები გამოგადგებათ.
- ზედმეტად დაბალცხიმიანმა დიეტებმა შესაძლოა ორგანიზმში მინერალების და ვიტამინების დეფიციტი გამოიწვიოს, მაგ. თუთიის ან B ვიტამინის.
- ცხიმი ძალიან მნიშვნელოვანია ვიტამინების სრულყოფილი შეწოვისთვის. ვიტამინები D,E,A, K, ასევე პომიდორში, ხილსა და კენკრაში შემავალი წითელი პიგმენტი კარგად შეიწოვება ცხიმთან ერთად. ყველა ზემოთ დასახელებული ვიტამინი ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს პროსტატის კიბოს პრევენციაში. როდესაც ცხიმებს სათანადო რაოდენობით არ ვიღებთ, ბუნებრივია ჩამოთვლილი ვიტამინების ნაკლებობის საფრთხის წინაშე ვდგებით.
რჩევები წარმატებული დაბალცხიმიანი დიეტისთვის
თუ თქვენ დაბალცხიმიანი ან ნებისმიერი სახის დიეტის დაცვა გადაწყვიტეთ, პირველ რიგში დამხარებისთვის პროფესიონალს მიმართეთ. ყველა ადამიანი ინდივიდუალურია. რაც ერთისთვის სასარგებლოა, შესაძლოა მეორეს არ მოუხდეს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენმა მეგობარმა დაბალცხიმიან დიეტას მიმართა და სასურველი შედეგი მიიღო, გირჩევთ სპეციალისტს გაესაუბროთ და სათანადოდ ინფორმირებულმა დაიწყოთ დიეტა.
შემდეგი რჩევები ნამდვილად გამოგადგებათ:
- აუცილებლად გაეცანით პროდუქციის ეტიკეტს. თუ რომელიმე პროდუქტი 10%-ზე მეტ ცხიმს შეიცავს, მის მიღებას არ გირჩევთ.
- შეიძინეთ დაბალცხიმიანი კერძების მოსამზადებლად განკუთვნილი კულინარიული წიგნები. მიხვდებით, რომ აუცილებელი არ არის გემრიელი კერძი დიდი რაოდენობით ცხიმს შეიცავდეს.
- დალიეთ ბევრი წყალი.
- შეამცირეთ ულუფების მოცულობა. შეგიძლიათ, მიირთვათ ის პროდუქტი, რასაც ყოველთვის მიირთმევდით, მაგრამ შეკვეცილი რაოდენობით.
გახსოვდეთ, ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ჯანსაღი კვების და ვარჯიშის შეთავსებაა. თუ ცხოვრების აქტიურ წესს და კვების ბალანსირებულ რეჟიმს ერთმანეთს შეუხამებთ, შედეგი ნამდვილად არ დააყოვნებს, რაც მთავარია, ჯანმრთელობასაც გაიუმჯობესებთ.