Facebook


სტატია

აღმოაჩინე ჩვენი ბლოგი



ფილ ჰიტის მორიგი ინტერვიუ - ჩემპიონი კონკურენტებს აფასებს

მოქმედმა მისტერ ოლიმპიამ ფილ ჰიტმა ჟურნალ Flex Magazine-ს  მორიგი ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელშიც მომავალი სეზონის გეგმებზე ისაუბრა. მან ასევე დაასახელა თავისი ძირითადი კონკურენტები, ტოპ ათლეტების შეფასებაც არ დაიზარა და ბოდიბილდინგის ისტორიაში საკუთარ ადგილზეც გაამახვილა ყურადღება.

ფილი ძალიან იშვიათად საუბრობს თავის სპორტულ გეგმებთან დაკავშირებით, თუმცა ამჯერად ყველაფერი სულ სხვაგვარად მოხდა. კითხვაზე, თუ რით განსხვავდებოდა მისი 2017 წლის გამარჯვება 2016 წლის ტრიუმფისგან ბოდიბილდერმა გულწრფელად უპასუხა, რომ იგი ვერცერთ სეზონზე ვერ აღიქვამდა კონკურენციას და რომ მას წინააღმდეგობას ვერავინ უწევს. ჩემპიონის თქმით, მისთვის ერთადერთი ანგარიშგასაწევი ძალა კაი გრინია, რომელიც უკვე აღარ ასპარეზობს. „იმედი მაქვს, ამ მონსტრს ჩვენ კვლავ ვიხილავთ არენაზე, ხოლო რაც შეეხება ამჟამინდელ მდგომარეობას, ვერ ვხვდები, ვინ შეიძლება კონკურენცია გამიწიოს,“ - განაცხადა ფილ ჰიტმა.

უკანასკნელ ოლიმპიაზე შონ როდენმა მეორე ადგილიდან მეხუთეზე გადაინაცვლა. ფილ ჰიტი უკმაყოფილოა როდენის საქციელით, როდესაც 2017 წლის ოლიმპიის დასრულების შემდეგ, იგი საკუთარ თავს მისტერ ოლიმპიას უწოდებდა და ავტოგრაფებსაც ამ სახელით არიგებდა. ჩემპიონის თქმით, მსგავსი ქცევა უშედეგოა და ვერაფერს შეცვლის. იგი ურჩევს როდენს, უკან წაიღოს თავისი სიტყვები.

ჰიტმა შეფასება არც ბიგ რემისთვის დაინანა, რომელიც არნოლდ კლასიკის ერთ-ერთ გამორჩეულ მონაწილედ აღიქმება.როგორც ირკვევა, ჩემპიონი არც მას მიიჩნევს კონკურენტად.

კითხვაზე, ექნებათ თუ არა გულშემატკივრებს საშუალება, თვალ-ყური ადევნონ ჩემპიონის მზადებას მისტერ ოლიმპიის მომავალი სეზონისთვის, ჰიტმა უპასუხა, რომ მან პიტერ მაკგოუსგან სასარგებლო რჩევა მიიღო. პიტერმა ჰიტს ურჩია დორიან იატსისთვის მიებაძა. ეს უკანასკნელი მთელი წლის მანძილზე განმარტოვდებოდა ხოლმე, მხოლოდ ცერემონიის დასაწყისისთვის ჩნდებოდა და აშკარა დომინანტად ევლინებოდა ყველას. ჰიტმა 2017 წელს სწორედ მას მიბაძა. მის დატვირთვაზე მისივე სხეული მეტყველებდა, როდესაც იგი გულშემატკივრების წინაშე წარსდგა. ჩემპიონის განცხადებით, ის ამავე რეჟიმში აპირებს გაგრძელებას. თუმცა დრო და დრო Youtube-ზე დადებული ვიდეო რგოლებით გაახარებს გულშემატკივარს.

საკუთარ თავზე საუბრისას კი ფილ ჰიტმა აღნიშნა, რომ იგი დიდ ბოდიბილდერად მხოლოდ მას შემდეგ უნდა ჩათვალონ თუ 9-10-ჯერ მოიპოვებს მისტერ ოლიმპიის ტიტულს.

„რაც უნდა იყოს, მე შვარცენეგერის მიღწევებს გავუთანაბრდი, რაც ჩემამდე ვერავინ შეძლო კოლემანისა და ლი ჰეინის გარდა. ეს კი უკვე რაღაცას ნიშნავს.“- განაცხადა ჰიტმა.

2018 წლის მისტერ ოლიმპია ძალიან საინტერესო სანახაობას გვპირდება. ფილ ჰიტი თიაქარზე 2 მნიშვნელოვანი ოპერაციის შემდეგ, რეაბილიტაციას გადის. აშკარაა მას მოუწევს სავარჯიშო პროგრამის შეცვლა, რათა ლას ვეგასში გამართულ ოლიმპიაზე კვლავ ღირსეულად წარდგეს.

დღეში დამწვარი კალორიების გამოთვლა


სანტიმეტრებში
კილოგრამებში
განმარტება:
მჯდომარე, ნაკლებმოძრავი :
დღის განმავლობაში ძალიან მცირე აქტივობა
მსუბუქად აქტიური:
მსუბუქი ფიზიკური აქტივობა კვირაში 1-დან 3 დღემდე.
ზომიერად აქტიური :
საშუალო ფიზიკური აქტივობა კვირაში 3-დან 5 დღემდე.
ძალიან აქტიური :
მძიმე ფიზიკური აქტივობა კვირაში 6-დან 7 დღემდე.
უკიდურესად აქტიური :
ყოველდღიური მძიმე ფიზიკური ატივობა