Facebook


სტატია

აღმოაჩინე ჩვენი ბლოგი



დაბალნახშირწყლოვანი კერძების მარტივი რეცეპტები - ორაგული მწვანილებითა და ლიმნით

ინგრედიენტები, რომლებიც დაგვჭირდება:

  • ორაგულის ფილე -  500 გრ.
  • წყალი - 2 ჭიქა
  • მშრალი თეთრი ღვინო - 1 ჭიქა
  • ლიმონი - 1 ცალი
  • ხახვი - 1 ცალი
  • დაფნის ფოთოლი
  • კამა და ოხრახუში
  • შავი წიწაკა და მარილი
  • ლიმონი, ზეითუნის ზეთი და ზღვის მარილი გასაფორმებლად

მომზადების წესი: ქვაბში ჩავასხათ წყალი და ღვინო, ჩავყაროთ ხახვი, დაფნის ფოთლები, მწვანილები, ლიმონი, მარილი და წიწაკა. გავაჩეროთ 30 წუთით.

ორაგულის ფილეს წავუსვათ წიწაკა და მარილი, მოვათავსოთ წამოდუღებულ ბულიონში და დავტოვოთ დაბალ ცეცხლზე მანამ, სანამ თევზი ფერს არ შეიცვლის, დაახლოებით 20-25 წთ.

მაგიდასთან მიტანამდე გამზადებულ ფილეს მოვასხათ ზეითუნის ზეთი, მოვრთოთ ლიმნით, ზღვის მარილითა და დაფნის ფოთლებით.

 

 

 

დღეში დამწვარი კალორიების გამოთვლა


სანტიმეტრებში
კილოგრამებში
განმარტება:
მჯდომარე, ნაკლებმოძრავი :
დღის განმავლობაში ძალიან მცირე აქტივობა
მსუბუქად აქტიური:
მსუბუქი ფიზიკური აქტივობა კვირაში 1-დან 3 დღემდე.
ზომიერად აქტიური :
საშუალო ფიზიკური აქტივობა კვირაში 3-დან 5 დღემდე.
ძალიან აქტიური :
მძიმე ფიზიკური აქტივობა კვირაში 6-დან 7 დღემდე.
უკიდურესად აქტიური :
ყოველდღიური მძიმე ფიზიკური ატივობა