დაბალნახშირწყლოვანი კერძების მარტივი რეცეპტები - ფრიტატა ბულგარული წიწაკითა და ისპანახით
ინგრედიენტები, რომლებიც დაგვჭირდება:
- ისპანახი - 300-400 გრ.
- წითელი ბულგარული წიწაკა - 5 ც.
- მწვანე ხახვი - 200 გრ.
- ყველი ფეტა - 150 გრ.
- კვერცხი - 8 ცალი.
- ზეითუნის ზეთი
- ქინძი და რეჰანი
- შავი წიწაკა
- მარილი გემოვნებით
მომზადების წესი: ბულგარული წიწაკა წვრილად დავჭრათ და ზეითუნის ზეთში მოვთუშოთ დარბილებამდე. შემდეგ დავუმატოთ ისპანახი და მწვანე ხახვი. გავაჩეროთ ცეცხლზე კიდევ რამდენიმე წუთის განმავლობაში.
კარგად ავთქვიფოთ კვერცხი. მოთუშული ბოსტნეული ტაფაზე გადმოვიტანოთ. დავუმატოთ კვერცხი და სანელებლები,წიწაკა და მარილი გემოვნებით. ბოლოს კი მოვაყაროთ გახეხილი ყველი ფეტა. როდესაც ფეტა მთლიანად გადნება, შეგვიძლია კერძი მაგიდაზე მისატანად მოვამზადოთ. უნდა მივირთვათ ცხლად.