დაბალნახშირნახწყლოვანი კერძების მარტივი რეცეპტები - ცხვრის ხორცი ლობიოს მარცვლებით
ინგრედიენტები, რომლებიც დაგვჭირდება:
- ცხვრის ხორცი - 500-700 გრ.
- ლობიოს მარცვლები - 300 გრ.
- სტაფილო - 2 ც.
- მრგვალად დაჭრილი ხახვი
- პომიდორი - 5 ცალი
- ნიახური - 150 გრ.
- ნიორი - 2 კბილი
- ხმელი ტარხუნა - 2 ჩაის კოვზი
- მარილი - ½ ჩაის კოვზი
- დაფნის ფოთოლი
- შავი წიწაკა - ¼ ჩაის კოვზი
მომზადების წესი: ხორცს მოვაცილოთ ზედმეტი ცხიმი. გამზადებული ხორცი და ლობიოს მარცვლები ჩავყაროთ ქვაბში. დავამატოთ სტაფილო, ხახვი, ნიახური და პომიდორი. დავასხათ წყალი ისე, რომ ყველა ინგრედიენტი დაიფაროს. 1-2 საათის მანძილზე ვხარშოთ, სანამ ცხვრის ხორცი ძალიან არ დარბილდება.
კერძის დამზადებამდე ოცი წუთით ადრე დავამატოთ ნიორი, ხმელი ტარხუნა, მარილი, დაფნის ფოთოლი და შავი წიწაკა.